საავტომობილო გზების განვითარებისთვის სოციოლოგიური კვლევა ჩატარდება
საავტომობილო გზების განვითარებისთვის სოციოლოგიური კვლევა ჩატარდება
03 მაი, 2017 00:00:00

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 4-5 მაისს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და  კომპანია „Rebel Group”, ერთდროულად 6 სხვადასხვა წერტილზე, საავტომობილო გზების განვითარებისათვის მოძრაობის ინტენსივობის კვლევას  და სოციოლოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს.

კვლევა ჩატარდება შემდეგ წერტილებში: მარნეული-რუსთავის მონაკვეთზე, სომხეთის საზღვრის მიმართულებით, თბილისი-რუსთავის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, მცხეთიდან რუსეთის ფედერაციის საზღვრის მიმართულებით, ხაშურიდან-ბორჯომის მიმართულებით, სამტრედიაში და ქობულეთი-ციხისძირის მონაკვეთზე.

კვლევის ფარგლებში, ინტერვიუერები გამოკითხავენ  აღნიშნულ მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტის მძღოლებს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებს დაურიგებენ. გამოკითხვასთან ერთად, ზემოაღნიშნულ წერტილებში დამონტაჟდება ავტომატური სათვლელი აღჭურვილობები, რომლებიც 7 დღის განმავლობაში დაითვლიან ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას.

სოციოლოგიური კვლევა ნებაყოფლობითია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მადლობას უხდის ყველა იმ მძღოლს, რომელიც  კვლევაში მიიღებს მონაწილეობას.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: