Noname
Noname
02 მაი, 2017 11:50:00

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 3 მაისს, ღამის 01:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის  სქემის შესაბამისად.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: