Noname
Noname
19 აპრ, 2017 14:45:00

 

გზების დეპარტამენტი გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს.

მკაცრმა ზამთარმა, კერძოდ, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად ტექნიკური მარილის დაყრამ, საავტომობილო  გზები მნიშვნელოვნად დააზიანა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დეპარტამენტის კონტრაქტორმა ორგანიზაციებმა, დაზიანებული გზების შეკეთების სამუშაოები დაიწყეს.

ამ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზების 70%-ზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია. დაბლობში მიმდინარე შეკეთების სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, აქ გზის აღგენითი სამუშაოები მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე აპრილში დაიწყება და ეტაპობრივად ჩატარდება.

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: