საავტომობილო გზების დეპარტამენტი
სიახლეები
ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს
13 აპრ, 2017

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ამბროლაურში მშენებარე აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მიმდებარედ, მდ.რიონის ჭალა-კალაპოტის გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებს.

ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა, 2 უბანზე, საერთო ჯამში 800 მეტრიან მონაკვეთზე ახალი ტექნოლოგიით ხორციელდება.

ახალი ტექნოლოგია გულისხმობს, ექსკავრირებული და დამსხვრეული მასის ცემენტისა და ნაცრის გამოყენებას სპეციფიკური ოდენობით. დამცავი კედელის გამაგრება ხდება ბაზალტის ბადის ბეტონის ფენის დაფარვით. აღნიშნული ტექნოლოგია, საქართველოში პირველად გამოიყენება. ახალი ტექნოლოგიის უპირატესობა მშენებლობის ტემპების დაჩქარება და  ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობის გაიაფებაა.

პროექტის განხორციელების შედეგად, ნაპირდამცავი ნაგებობა აეროპორტს, მიმდებარე ტერიტორიასა და მდინარე რიონის სანაპირო ზოლს დატბორვისგან დაიცავს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 561 000 ლარს შეადგენს. პროექტი 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
press@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: