ნაფარეული-ლაფანყურის მოსახლეობა განახლებული გზით ისარგებლებს
ნაფარეული-ლაფანყურის მოსახლეობა განახლებული გზით ისარგებლებს
10 აპრ, 2017 00:00:00

თელავის მუნიციპალიტეტში, ნაფარეული-ლაფანყურის გზის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე  დასრულდა. დღეიდან,  მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით იმგზავრებს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6კმ-იან  გზის სავალ ნაწილს,  მონაკვეთზე არსებულ ორ ხიდს, ასევე მოეწყო წყალგამტარი მილები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, გადასასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

დასრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაათვალიერა და შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეამოწმა.

პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი  და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII)  ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.  სამუშაოების საერთო  ღირებულებამ  3 მილიონ ლარამდე შეადგინა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის მაისში დაიწო და ვადაზე ადრე დასრულდა.  

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: