სამტრედია-გრიგოლეთის ახალი გზა მგზავრობის დროს შეამცირებს
სამტრედია-გრიგოლეთის ახალი გზა მგზავრობის დროს შეამცირებს
24 მარ, 2017 00:00:00

მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის ხარისხი შეამოწმა. გურიის რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და პროექტის ღირებულება 250-თ მილიონ ლარზე მეტია. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დადგენილი ვადების დაცვა და ხარისხიანი გზების დაგება. ამიტომ დასაქმებული მუშა-ხელის რაოდენობა გაიზრდება და კონტრაქტორ კომპანიებს აღებული ვალდებულებების შესრულება მოუწევთ. სამტრედია-გრიგოლეთის გზის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული  გზის გამტარუნარიანობა, და შემცირდება მგზავრობის დრო.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: