გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები უახლესი ტექნიკით განხორციელდება
გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები უახლესი ტექნიკით განხორციელდება
21 მარ, 2017 00:00:00

საავტომობილო გზებზე, მოვლა-შენახვის სამუშაოების შესასრულებად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულება 3 წლის ვადით გაუფორმდათ. ამ სახის ხელშეკრულებებმა კომპანიებს გაუჩინა სტაბილური ფინანსური შემოსავალი და ხელი შეუწყო მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასა და ზრდას.

კონტრაქტორმა კომპანიებმა უკვე შეიძინეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი 21 ერთეული გერმანული და ავსტრიული ტექნიკა. განახლებული ტექნიკა გზის წმენდისას არ აზიანებს  საფარს, სამუშაოები ხორციელდება გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად.

აღნიშნულმა გრძელვადიანმა ხელშეკრულებებმა, შესაძლებლობა მოგვცა, ეფექტიანად მომხდარიყო მკაცრი ზამთრისა და სტიქიური მოვლენების პირობებში,  საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა.

მოვლა-შენახვის სამუშაოების შესასრულებად, ხელშეკრულება 3 წლის ვადით, 22 კომპანიასთან გაფორმდა, მათი საერთო ღირებულება 200 მილიონ ლარამდეა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: