ვერტყვიჭალაში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება
ვერტყვიჭალაში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება
01 მარ, 2017 00:00:00

2017 წლის 10 მარტს 14:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის კულტურის ცენტრის შენობაში (მის: სოფელი ვერტყვიჭალა), აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის (E-60) ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, შემოვლითი გზის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება.

შეხვედრის მიზანია დაგეგმილი სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოხვედრილი და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება.

საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე:http://www.georoad.ge/uploads/files/ESIA-Khevi-Chumateleti-GEO.pdf

გთხოვთ, წერილობითი შენიშვნები და კომენტარები მიაწოდოთ ქვემოთ მითითებულ პირებს:

ირაკლი კავილაძე ტელ: 599 97 97 48; ელ. ფოსტა ikaviladze@yahoo.com

მაია ვაშაკიძე ტელ: 593 32 30 77; ელ. ფოსტა: maya_vashakidze@yahoo.co.uk

გია სოფაძე ტელ: 599 93 92 09; ელ. ფოსტა: gia.sopadze@georoad.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: