გზების დეპარტამენტმა გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
გზების დეპარტამენტმა გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
22 თებ, 2017 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

მკაცრმა ზამთარმა, კერძოდ, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად ტექნიკური მარილის დაყრამ, საავტომობილო გზები მნიშვნელოვნად დააზიანა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დეპარტამენტის კონტრაქტორმა ორგანიზაციებმა, დაზიანებული გზების შეკეთების სამუშაოები დაიწყეს.

სამუშაოები უკვე მიმდინარეობს აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ასევე, ხაშური-ზესტაფონისა(რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი) და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთებზე.

უახლოეს დღეებში, გზის შეკეთება დაიწყება კახეთის რეგიონში და სამტრედია-აბაშის მონაკვეთზე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: