საავტომობილო გზების დეპარტამენტი
სიახლეები
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
17 თებ, 2017

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე მშრალ ხევზე, ახალი ხიდი შენდება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობთან, ხიდის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირება და მშენებლობა პარალელურ რეჟიმში ხორციელდება.

არსებული 80-იან წლებში აშენებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, შენდება ახალი ალტერნატიული ხიდი, რაც სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს. ახალი ხიდის მშენებლობის პროცესში, არსებულ ხიდზე ავოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში განხორციელდება.

ამ დროისათვის, ხიდზე ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 550 000 ლარია. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდება. სამუშაოებზე 20 ადამიანია დასაქმებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
press@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: