ზურაბ ალავიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
ზურაბ ალავიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
15 თებ, 2017 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი“-ს ფარგლებში 250 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება გამოყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე დაგეგმილია გრიგოლეთი-ჩოლოქის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. შემდეგ ეტაპზე კი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა მონაკვეთების მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს და დაგეგმილი ახალი პროექტები განიხილეს.

 ევროპის საინვესტიციო ბანკი, ამ დროისთვის, სამტრედია-გრიგოლეთის 4 მონაკვეთისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 5,8 კილმეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას აფინანსებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: