სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობის ტენდერის ფინანსური წინადადებები გაიხსნა
სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობის ტენდერის ფინანსური წინადადებები გაიხსნა
08 თებ, 2017 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, E60 ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის, ფინანსური წინადადებები  გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 14-მა კომპანიამ წარმოადგინა, საიდანაც 5 კომპანია შეირჩა და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება.

სამტრედია–გრიგოლეთის გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის (მე-3 მონაკვეთი)  მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი აფინანსებენ. მშენებლობის პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში - ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა (სულ 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება) ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდ. ოჩოფასთან იწყება და  გრიგოლეთის ტერიტორიაზე,  მდინარე სუფსასთან მთავრდება. 

ამ გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად ხორციელდება. პირველ, მეორე და მეოთხე მონაკვეთზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების -  ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა. პროექტის განხორციელების ვადები 2017-2019 წლებია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: