გიორგი სეთურიძე ბათუმის შემოვლითი გზის განსახლების არეალში მყოფ მოსახლეობას შეხვდა
გიორგი სეთურიძე ბათუმის შემოვლითი გზის განსახლების არეალში მყოფ მოსახლეობას შეხვდა
31 იან, 2017 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, განსახლების არეალში მოხვედრილ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები და მოსაზრებები მოისმინა.

განსახლებას, საერთო ჯამში 774  ოჯახი ექვემდებარება, აქედან 218 ოჯახთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ოჯახების უმრავლესობა დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს და განსახლების პროცედურები გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თავის მხრივ მოსახლეობის განცხადებები განიხილა და დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა.

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, 14 კილომეტრიანი 2 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, 5 გვირაბისა და 57 წყალგამტარი მილის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ.

არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც პრობლემას უქმნის  საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს, რომლელსაც ვიწრო ქუჩებში  უწევს მოძრაობა. პრობლემის გადასაჭრელად უკვე აშენდა ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი და მიმდინარეობს მეორე მოანკვეთის მშენებლობა. აღნიშნულ მონაკვეთებს დაემატება ბათუმის შემოვლითი გზა, რაც სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.

ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: