კასპი-კავთისხევის გზაზე მდ.მტკვარზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კასპი-კავთისხევის გზაზე მდ.მტკვარზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
18 იან, 2017 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კასპი-კავთისხევის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, მდ. მტკვარზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას ახორციელებს.

თაღოვანი ხიდი  გასული საუკუნის 40-იან წლებშია აგებული და თითქმის 90 წელია მისი სრული  რეაბილიტაცია არ მომხდარა. ხიდზე ძალიან დაზიანებულია იყო შუალედური ბურჯები, თაღები და ბეტონის ზედაპირები, რაც საფრთხეს უქმნიდა ხიდზე მოძრაობის უსაფრთხოებას და ავტოტრანსპორტით მძიმე ტვირთების გადატანას.

მდ.მტკვარზე არსებული ხიდის  რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად მოგვარდება აღნიშნული პრობლემები. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: ხიდის ბურჯების გაძლიერება,  მალის ნაშენისა და სარეგულაციო კედლების შეკეთება; სავალი ნაწილისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწესრიგება. ასევე განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობის, ხიდის სავალი ნაწილის მონიშვნის, შემოფარგვლისა და გადასასვლელი ფილების მოწყობის სამუშაოები.

ჩატარებული სამუშაოები, კასპი-კავთისხევის გზაზე მოძრავ ავტოტრანსპორტს საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ განახლებულ ხიდზე.

ამ ეტაპზე, გაბიონის საყრდენი კედლის მოწყობის, შუალედური ბურჯებისა და მალის ნაშენის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩოჩია ადგილზე გაეცნო.

პროექტი 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 110 687 ლარია. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: