აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება
აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება
14 იან, 2017 00:00:00

E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, გარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება. 7 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის ივნისში გაიხსნა, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 12 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათშორის 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა.

ამ დროისათვის, გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მდინარე მტკვარზე მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია  “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105,7 მლნ. ლარია. სამუშაოები 2017 წლის ივნისში დასრულდება.

აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. სამუშაოებზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: