მარნეული–თეთრიწყარო–წალკის გზის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
მარნეული–თეთრიწყარო–წალკის გზის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
11 იან, 2017 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული–თეთრიწყარო–წალკის საავტომობილო გზის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ქ. თეთრიწყაროს გასასვლელთან და სრულდება სოფ. ჭივჭავის გადასახვევთან. პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტებს შორის მიმოსვლა ,ადგილობრივი მოსახლეობა და გზით მოსარგებლეები განახლებული გზით, შეძლებენ უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობას.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო: გზის სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების, 1 ხიდის, 1 რკინიგზის გადამკვეთი გზაგამტარის  რეაბილიტაცია და 1 ახალი ხიდის მშენებლობა.

მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ეზოში შესასვლელები,  ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები.  მოწყობა საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.

ამ დროისათვის, ხიდებისა და გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ჩატარებულ სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩოჩია გაეცნო.

პროექტი 2015 წლის აპრილში დაიწყო და  2017 წლის იანვრის თვეში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა მისი ღირებულება 4 990 567 ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: