ანონსი
ანონსი
09 დეკ, 2016 00:00:00

ხვალ, 10 დეკემბერს, 15:00  საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“, საქართველოს მეგზევეთა ასოციაციის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის  ორგანიზებით, "მეგზევის დღე" აღინიშნება.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე გამომსვლელები მეგზევის დღის ტრადიციაზე, საგზაო სექტორის მიღწევებსა და პრობლემებზე ისაუბრებენ.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ხელმძღვანელი თამაზ შილაკაძე,  საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

მისამართი: ქ. თბილისი; 26 მაისის მოედანი #1, თბილისი , საქართველო, 0171

საკონტაქტო პირი:

საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ხელმძღვანელი თამაზ შილაკაძე 

ტელ: 577 41 95 56

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: