გუდაური-კობის მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

03 დეკ, 2016 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მესამე დღეა ინტენსიური თოვაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უამინდობამ შესაძლოა ზვავსაშიშროება გამოიწვიოს, ამიტომ გზის ამ მონაკვეთზე, დროებით  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ასევე, აკრძალულია გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთთან, ამ დროისთვის გზის გახსნას დაახლოებით 60 ავტომანქანა  ელოდება. 
ხვალიდან, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, როგორც კი შესაძლებელი გახდება გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდება დაგროვილი ავტოტრანსპორტის გატარება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: