ქობულეთში არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე 8-9 დეკემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ქობულეთში არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე 8-9 დეკემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
28 ნოე, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 74-ე კმ-ზე (ქობულეთი) არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე, ს.ს „საქართველოს რკინიგზა“  აწარმოებს ლიანდაგის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს. რის გამოც, 8 დეკემბრის დილის 08:00 სთ-დან 9 დეკემბრის საღამოს 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი დროებით გადაერთვება  შემოსავლელ გზაზე, ქალაქის გავლით.   

სამუშაოების წარმოების პროცესში, სარკინიგზო გადასასვლელის მთელ პერიმეტრზე სს „საქართველოს რკინიგზა“-ს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობის რეგულირებას.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2016   წლის 14 ივლისის (№31601751089) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: