Noname
Noname
26 ნოე, 2016 15:52:00

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე გეგმიური სამუშაოების წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით, 5 დეკემბრის ჩათვლით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზის 247-ე კმ-დან (ბაში) სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის კმ2 (დაფნარის დაერთება) მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის (ძველი) საავტომობილო გზაზე, სამტრედიის მიმართულებით.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2016   წლის 27 ოქტომბერს (№2693860) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: