მცხეთა-შიომღვიმის გზის მიმდებარედ გამწვანების აქცია გაიმართა
მცხეთა-შიომღვიმის გზის მიმდებარედ გამწვანების აქცია გაიმართა
23 ნოე, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მაია ქალიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მცხეთა-შიომღვიმის რეაბილიტირებილი გზის მიმდებარედ, წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების დარგვის აქციაში ჩაერთვნენ.

გამწვანების აქცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. ნერგების დარგვას, კომპანია „თელანი“ ახორციელებს და პროექტის ღირებულება 63 940 ლარია.

მცხეთა-შიომღვიმის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბუნებრივი გარემოდან ამოღებული 1 ხის ნაცვლად 10 ძირი ნერგი დაირეგვება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წითელ ნუსხაში შეტანილი 2030 ნერგის დარგვა, მათ შორის 1050 ძირი შავი ღვიის, 40 ძირი პატარა თელადუმასა და 940 მცირე ნაყოფა ბალამწარას  დარგვა. ამასთანავე, კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ 2წლის  განმავლობაში მოუაროს და გაახაროს დარგული მცენარეები.

გამწვანების აქცია საავტომობილო გზების დეპარატმენტის პოლიტიკის თანახმად, მსოფლიო ბანკის დახმარებით SLRPII (შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მეორე პროექტი) პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

ამ დროისთვის, გამწვანების აქცია ასევე მიმდინარეობს მლაშე-მოხე-დერცელის საავტომობილო გზის მიმდებარედ.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: