თბილისის ახალი შემოვლითი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა
თბილისის ახალი შემოვლითი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა
15 ნოე, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი 55 კილომეტრიანი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს.

პროექტი, ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე  სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული   გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მოსამზადებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა, სატენდერო წინადადება მოკლე სიაში გასულმა ექვსმა კომპანიამ წარმოადგინა. საპროექტო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტირების ვადები 2017 – 2018 წლებია.

თბილისის ახალი შემოვლითი გზის აშენებით, სრულად მოგვარდება თბილისის შემოვლით გზაზე ამ ეტაპზე არსებული, მეწყრული პროცესებით გამოწვეული პრობლემები.

ახალი გზა განტვირთავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან და  მნიშვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადამზიდავებისთვის, ასევე ქალაქ თბილისის მოქალაქეებისათვის.

აღნიშნული გზები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: