Noname
Noname
10 ნოე, 2016 12:51:00

2016 წლის 13 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე გეგმიური სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, დროებით იკეტება ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზის 247-ე კმ-დან (ბაში) სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის კმ2 (დაფნარის დაერთება) მონაკვეთი. საავტომობილო ტრანსპორტის  მოძრაობა განხორციელდება ქუთაისის შემოსავლელი გზის კმ215+700-კმ246+200 მონაკვეთზე (ნახშირღელე-ბაში) და შემდგომ ქუთაისი-ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძის მარჯვენა მიმართულებიანი მოძრაობის მეორე პანდუსის და არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ256+500-დან (იანეთი) ძველი გზის გავლით, სამტრედიის მიმართულებით.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: