ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გზის საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გზის საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
02 ნოე, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, გზის საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე, კერძოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში,  გზის დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა:  ქვედა საყრდენი კედლის საძირკველი, კედლის ჩანგრეულ მონაკვეთზე - ახალი რკინა-ბეტონის კედლი და გამორეცხვისგან დასაცავად და გამაგრების მიზნით -  რკინა-ბეტონის დამცავი კონსტრუქციები. ასევე, კედელში განთავსდება სადრენაჟე მილები. აღნიშნული ღონისძიებები  გზის ვაკისს გამორეცხვისა და დაზიანებისაგან დაიცავს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 751 705 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: