სოფელ დიდველთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ დიდველთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
02 ნოე, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩოჩიამ   სოფელ დიდველთან მისასვლელი 4 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

აღნიშნული მონაკვეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარის გზის მე-17 კილომეტრზე იწყება, გაივლის სოფელ რიკოთს, დიდველს და სოფელ ვარციხეს უერთდება.

რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს  გზის სავალი ნაწილის, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტობუსის გაჩერებების, წყალგამტარი მილების და გადასასვლელების  მოწყობას. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

ამ დროისათვის მიმდინარეობს: ხელოვნური ნაგებობებისა და სადრენაჟე არხების სამშენებლო სამუშაოები. ასფალტ-ბეტონის საფარი 1,2  კილომეტრზეა დაგებული.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით,  შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 2 542 275 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის მაისში დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: