საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რამდენიმე მიმართულებით პროექტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რამდენიმე მიმართულებით პროექტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა
01 ნოე, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა-მოდერნიზაციის მიზნით,  საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, საერთაშორისო ტენდერი რამდენიმე მიმართულებით გამოაცხადა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები შემდეგ მიმართულებებზე  წარმოადგინეს:

-         წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად ჟინვალი-ლარსის გზისთვის;

-         დეტალური პროექტის მოსამზადებლად ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის;

-         ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის გზებისთვის;

-          დეტალური პროექტის მოსამზადებლად თბილისი-საგარეჯოს და საგარეჯო-ბაკურციხის გზების განახლებისთვის;

-          წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზისთვის (ანაკლიის საზღვაო პორტთან მიმსასვლელი გზის ჩათვლით);

ასევე, გაიხსნა ტენდერში მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები, ძირულა-ხარაგული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, დეტალური პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის მოსამზადებლად.

აღნიშნული  საგზაო მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: