ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის რეაბილიტაცია იწყება
ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის რეაბილიტაცია იწყება
28 ოქტ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარტსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გორის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ. 12,4 -კმ. 22,5) რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით,  პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7,728,552.96 ლარია.

პროექტის  განხორციელების პერიოდი 12 თვეა. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა 25 ნოემბერს იწურება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: