რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს გზების განახლებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მომზადება იწყება
რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს გზების განახლებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მომზადება იწყება
25 ოქტ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E60 ავტომაგისტრალის, რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს გზების განახლებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და  დეტალური პროექტის მომზადებას იწყებს.

აღნიშნული პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის დააფინანსებით განხორციელდება.

ამ ეტაპზე, რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს გზების განახლებისთვის  ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და  დეტალური პროექტის მომსამზადებლად, ტექნიკური და ფინანსური წინადადებები 4 კომპანიამ  წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე, შერჩეულ კომპანიასთან დაიწყება საკონტრაქტო მოლაპარაკებები და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და  დეტალური პროექტის დოკუმენტი მომზადდება.

რუსთვიდან სადახლოს მიმართულებით 40 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება, მშენებლობის სავარაუდო ღირებულება  90 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. რუსთვიდან წითელი ხიდის მიმართულებით დაგეგმილია 35 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა და მისი სავარაუდო ღირებულება 110 მლნ. აშშ. დოლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: