გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყაროს გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყაროს გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
04 ოქტ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული საგზაო მონაკვეთი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ დაათვალიერა.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის.

პროექტის ფარგლებში  დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახიდე გადასასვლელსა და ხელოვნურ ნაგებობებს.  უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად მოეწყო საგზაო ნიშნები,   ზღუდარები,  მიმმართველი ბოძკინტები. მოინიშნა გზის სავალი ნაწილი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ  2 600 000 ლარი შეადგინა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: