ნაფარეული-ლაფანყურის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ნაფარეული-ლაფანყურის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
27 სექ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპრატმენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, ნაფარეული-ლაფანყურის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები  დაათვალიერა.

აღნიშნული გზა თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს, ნაფარეულსა და ლაფანყურს  ერთმანეთთან აკავშირებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის სავალ ნაწილს,  მონაკვეთზე არსებულ ორი ხიდს, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, გადასასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი  და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 893 795.13 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2017 წელს დასრულდება.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: