Noname
Noname
26 სექ, 2016 19:51:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი და ელექტრო–მექანიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ღამის 00:00სთ–დან დილის 07:00 სთ-მდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
ინტერაქტიული რუკა