საავტომობილო გზების დეპარტამენტში PBC მოდელის შესახებ ტრენინგი ჩატარდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტში PBC მოდელის შესახებ ტრენინგი ჩატარდა
15 სექ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, პილოტურ პროექტს (PBC) ახორციელებს, რომელიც გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის  კომპლექსურ მომსახურებას ითვალისწინებს. PBC მოდელის მიხედვით, (საგზაო მონაკვეთის) ტენდერში გამარჯვებული კომპანია,  იღებს ვალდებულებას განახორციელოს გზის მთელი მოცულობის მოვლა-შეკეთება, მათ შორის რეაბილიტაციისა და მისი შემდგომი მოვლა-შენახვის სამუშაოები 5 წლის განმავლობაში.

 პროექტის მიზანია,  ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაეკისროთ სრული პასუხისმგებლობა შესრულებულ სამუშაოებზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, PBC მოდელის შესახებ ტრენინგი, პროექტის ხელმძღვანელმა თილაინათ ჩელიამ ჩაატარა და მოდელის მუშაობის პრინციპი და უპირატესობები დეპარტამენტის წარმომადგენლებს გააცნო. PBC მოდელის მუშაობის შესახებ ტრენინგები საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეგიონულ წარმომადგენლებსაც ჩაუტარდათ.

განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, PBC მოდელით გზების მოვლა-შენახვა 10-15%-ით იაფია.

პილოტური პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით პირველად კახეთში ხორციელდება და პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, აღნიშნული მოდელი სხვა რეგიონებშიც დაინერგება. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: