თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა
თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა
09 სექ, 2016 00:00:00

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოლითი საავტომობილო გზის 14,7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა. განახლებული  გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩოჩიამ დაათვალიერა.

რეაბილიტირებული მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის და უდიდესი  მნიშვნელობა აქვს როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით.

პროექტის ფარგლებში მთლიანად აღდგა გზის სავალი ნაწილი, დაიგო ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი; მოეწყო მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, გვერდულები, კიუვეტები, გაბიონები და საგზაო ნიშნები. ასევე, განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტი, რომლის ღირებულება  12 მილიონ 121 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: