წიწამური–საგურამო–ცხვარიჭამიას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
წიწამური–საგურამო–ცხვარიჭამიას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
08 სექ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, წიწამური–საგურამო–ცხვარიჭამიას საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველ ფოტორეპორტაჟს  გთავაზობთ.

მცხეთის მუნიციპალიტეტში, წიწამური–საგურამო–ცხვარიჭამიის საავტომობილო გზის 6.4 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

წიწამური - საგურამო - ცხვარიჭამიას საავტომობილო გზა, გზის გასწვრივ მდებარე სოფლებს მუნიციპალურ ცენტრთან, ცენტრალურ მაგისტრალთან და ქალაქ თბილისთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.  

პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდა  გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა  ხელოვნურ ნაგებობებს, გზა აღიჭურვა უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ელემენტებით (საგზაო ნიშნები და ა.შ), ეს კი  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიმდებარე სოფლების ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მოანკევთზე გზის გვერდულების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ნავდარაანთკართან იწყება და სოფელ ბურიანთან მთავრდება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 934 300 ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: