ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
15 ივლ, 2016 00:00:00

დღეს,ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი ბაში-დაფნარის მონაკვეთი გაიხსნა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო.

ახალი საგზაო მონაკვეთი,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ  და იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ გახსნეს.

ბაში-დაფნარის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი მოიცავს ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის (24 კმ-იანი გზის)  9 კილომეტრიან და სამტრედია-გრიგოლეთის (11.5 კმ-იანი გზის)  2 კილომეტრიან (2 ზოლი) მონაკვეთებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ბაშის კვანძიდან იწყება და არსებულ გზას დაფნართან უერთდება.

ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის გზის 9  კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო  2 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, აშენდა 5 ხიდი და გზაგამტარი. სამშენებლო სამუშაოები, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დაფინანსებით კომპანია “TODINI Costruzion Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD“ -მა განახორციელა.  

სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მოწყობას.  პროექტს  ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.

გზის აღნიშნული მონაკვეთის გახსნის შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ქალაქ სამტრედიაში შესვლის გარეშე, გაცილებით სწარფად და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას. გარდა ამისა, ახალ გზაზე გადართვა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: