მდინარე სულორი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
მდინარე სულორი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
11 ივლ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმდჯომარე, გიორგი სეთურიძე ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე იმყოფება და სტიქიის სალიკვიდაციო  და გზის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე უწევს კოორდინაციას.

სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე სულორი კალაპოტიდან  გადმოვიდა, წაიღო სოფელ სულორის ხიდი, დატბორა მოსახლეობის კარ-მიდამო და დააზიანა ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ( მე-12 კმ), რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ამ დროისთვის, ჩატარებული სამუშაოების შედეგად მდინარე სულორი კალაპოტში დაბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ვანი-სულორის გზაზე, საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: