Noname
Noname
06 ივლ, 2016 14:54:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის  კმ 134 -კმ 135  (დარიალის ხეობა)  მონაკვეთზე, საღამოს 20:00 სთ-დან დილის 05:30 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დღის დანარჩენ პერიოდში, დილის 05:30 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი წესების დაცვით:

  • ერთდროულად, ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით, აკრძალულია სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
  • ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
  • ინტენსიური ნალექების შემთხვევაში, აიკრძალოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა (გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე).

აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით, 6 ივლისის დღის 15:00 სთ-დან.

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: