მდინარე თერგი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა
მდინარე თერგი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა
30 ივნ, 2016 00:00:00

დარიალის ხეობაში ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად,   მდინარე თერგი კაპალოტს დაუბრუნდა და  გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს  ადგილზე კოორდინაციას უწევენ   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე.

 მობილიზებულია 40-მდე ერთეული  ტექნიკა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ და  საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ.

23 ივნისს, ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხევიდან  მოვარდნილმა ღვარცოფმა  მდინარე თერგს კალაპოტი შეუცვალა.  მოვარდნილმა წყალმა  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, კმ134-კმ135  მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: