ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
17 ივნ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე  შენდება: ორზოლიანი გზა ასფალტ-ბეტონის საფარით, 15 ხიდი,  2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები.

ამ დროისათვის, ასფალტ-ბეტონიოს დაგებისა და ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია რომ, ამ მონაკვეთზე შენდება საქართველოში ერთერთი ყველაზე გრძელი 1180 მეტრიანი ხიდი, რომელიც ახალი ტექნოლოგიით – ბურჯზე მოძრავი ყალიბის გამოყენებით მოეწყობა.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისთვის და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან  აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც. აჭარის ზღვისპირა ზოლიდან  სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა კი ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, სავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნო.

პროექტს  აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი  ღირებულება 209,852,079.67  ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: