კამპანიას “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო” ავტომრბოლელები შეუერთდნენ
კამპანიას “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო” ავტომრბოლელები შეუერთდნენ
13 ივნ, 2016 00:00:00

ქვეყნის ცენტრალურ ჩქაროსნულ მაგისრალზე უსაფთხო მოძრაობის წესების დაცვის კამპანიას “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო” ავტომრბოლელები შეუერთდნენ.

საქართველოს ჩემპიონის ტიტულისათვის რბოლაში მონაწილე ორმოცდაათამდე სპორტსმენმა  ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომლის მიზანი ჩქაროსნულ გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და შემცირებაა.  შეჯიბრში მონაწილეობდნენ უცხოელი მრბოლელებიც - უკრაინიდან, ლატვიიდან და რუსეთიდან.

რუსთავის ავტოდრომზე წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მონაწილეებმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენლებმა დღეს  მძღოლებს მოუწოდეს საზოგადოებრივ გზებზე მხოლოდ დაშვებული სიჩქარით იმოძრაონ, ხოლო მაღალი სიჩქარის მოყვარულებს ურჩიეს ადრენალინი ავტოდრომზე მიიღონ. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: