გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით ხორციელდება
გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით ხორციელდება
28 მაი, 2016 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88 კმ-ზე მდებარე გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში (აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულება) გაწმენდითი და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 29, 30 და 31 მაისის დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, აღნიშნულ გვირაბში იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, რომელიც ამჟამად ავტოტრანსპორტის მოძრაობისგან თავისუფალია ლიახვის ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.
ინტერაქტიული რუკა