მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 128-ე კილომეტრზე მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში ხორციელდება
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 128-ე კილომეტრზე მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში ხორციელდება
19 მაი, 2016 00:00:00

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 128-ე კილომეტრზე არსებულ აივანზე დაზიანდა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის  ავტოტრანსპორტის      მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივ რეჟიმში.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე არიან მობილიზებულები და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაობი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ორმხრივ რეჟიმში აღსადგენად.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: