Noname
Noname
19 მაი, 2016 09:29:00

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ128-ში არსებულ აივანზე დაზიანდა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის  ავტოტრანსპორტის      მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივ რეჟიმში.

ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: