სასადილო–ორხევი–ხევსურთსოფელის საავტომობილო გზის 7 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია
სასადილო–ორხევი–ხევსურთსოფელის საავტომობილო გზის 7 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია
14 მაი, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომომობილო გზების დეპარტამენტი, სასადილო–ორხევი–ხევსურთსოფელის საავტომობილო გზის 7 კმ–იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება სოფელ  დოლაურებში და მთავრდება სოფელ ხევსურთსოფელში.

აღნიშნული მონაკვეთის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო და ვერ უზრუნველყოფდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

პერიოდული შეკეთების პროექტის მიხედვით, მოხდება ასფალტ–ბეტონის საფარის აღდგენა, ხელოვნური ნაგებობების შეკეთება,  ბეტონის კიუვეტების, გზის გვერდულების მოწყობა, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების შეკეთება, მოედნისა და საგზაო  ნიშნების მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა მოინახულა.

ამ დროისთვის, გზის საფუძვლის დეფორმირებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 980 400 ლარია. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: