განცხადება საჯარო განხილვის შესახებ
განცხადება საჯარო განხილვის შესახებ
28 აპრ, 2016 00:00:00

2016 წლის 6 მაისს,  12:00 საათზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის  ადმინისტრაციულ შენობაში, მის: თბილისი, ყაზბეგის ქ. №12  აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის E-60 ჩუმათელეთის-ხევის გზის მონაკვეთის მოდერნიზების სამუშაოების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად ტექნიკური დავალების საჯარო განხილვა გაიმართება. შეხვედრის მიზანია ტექნიკურ დავალებაში მოცემული განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება.

საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის  გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართზე: საავტომობილო გზების დეპარტამენტის  ადმინისტრაციული შენობა, თბილისი, ყაზბეგის ქ. №12.

გთხოვთ, წერილობითი შენიშვნები და კომენტარები მიაწოდოთ ქვემოთ მითითებულ პირებს:

  • მაია ვაშაკიძე ტელ: 593 32 30 77; ელ. ფოსტა: maya_vashakidze@yahoo.co.uk
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: