„გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ უსაფრთხო მგზავრობის ცნობიერების ამაღლების კამპანიაში – „ვისოლიც“ ჩაერთვება
„გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ უსაფრთხო მგზავრობის ცნობიერების ამაღლების კამპანიაში – „ვისოლიც“ ჩაერთვება
26 აპრ, 2016 00:00:00

27 აპრილს, 12:00 საათზე ავტობანის გორის მონაკვეთზე მდებარე „ვისოლის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და არასამთავრობო ორგანიზაცია – ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ და „ვისოლი“, საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად მძღოლებს უსაფრთხო მგზავრობისკენ სიმბოლური სატესტო გარბენებით (Test Drive) მოუწოდებენ.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პერიოდში საქართველოს რეგიონებისკენ მოძრაობა განსაკუთრებულად აქტიურია, შესაბამისად, იმისათვის, რომ მძღოლებმა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად ბედნიერად აღნიშნონ დღესასწაული, დავით ქაცარავა, გოგა ჩანადირი, ლიზა ვადაჭკორია და სხვა ცნობილი ადამიანები მათ უსაფრთხო მგზავრობის წესებს გააცნობენ და ბედნიერ მგზავრობას უსურვებენ.

კამპანია „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი მსოფლიო ბანკია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია – ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ კამპანიის პოპულარიზაციაზე ზრუნავს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: