ანონსი
ანონსი
24 აპრ, 2016 00:00:00

25 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „Tbilisi Rooms Hotel“–ში პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია - გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო E 60“  პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტი საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ჩქაროსნული - E 60 ავტომაგისტრალის ევროპული სტანდარტებთან ჰარმონიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და მისი მიზანი საგზაო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მიღწევაა.

ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მსოფლიო ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაგეგმილია შემეცნებითი კამპანია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სამიზნე აუდიტორია უზრუნველყოფილი იქნება  საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებისათვის აუცილებელი ინფორმაცით. 

პროექტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ტენდერით შერჩეული ორგანიზაცია – ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ახორციელებს.

მისამართი: ქ. თბილისი; მ.კოსტავას  N14

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: