Noname
Noname
23 აპრ, 2016 18:45:00
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი და ელექტრო-მექანიკური სისტემების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 და 26 აპრილს, ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფლია. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
ინტერაქტიული რუკა