ფონიჭალა – მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ფონიჭალა – მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
20 აპრ, 2016 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა – მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული გზა ქვემო ქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.

გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ორ  ობიექტად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში რებილიტაცია ჩაუტარდება ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგზაო მონაკვეთებს.  

დმანისის ტერიტორიის არქეოილოგიურმა აღმოჩენებმა ეს გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა, რადგან სწორედ სარეაბილიტაციო საგზაო მონაკვეთის საშუალებით შეუძლიათ ტურისტებს იმ ადგილებთან დაკავშირება. მოძრაობის გაზრდილი ინტენსივობის გამო, აუცულებელი გახდა არსებული გზის გაგანიერება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ასევე, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები.  უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. სარეაბილიტაციო სამუშოები 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი  ღირებულება 19 მილიონ 78.2 ათასი ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: