რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის პერიოდული შეკეთების სამუშაოები ჩატარდა
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის პერიოდული შეკეთების სამუშაოები ჩატარდა
19 აპრ, 2016 00:00:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები  დაათვალიერა.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის გასწვრივ  მჭიდროდ დასახლებული სოფლები:  ხევი, ხუნევი, ვერტყვიჭალა, ბორითი, უბისა, შროშა, წევა და შორაპანია განლაგებული. პროექტით განსაზღვრულ მონაკვეთზე მოეწყო გზის საფუძველი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასფალტ–ბეტონის საფარს.  ასევე, დამონტაჟდა წყალგამტარი მილები, კიუვეტები, გაბიონები, გზის საყრდენი კედლები და საგზაო ნიშნები. 

პროექტი დასასრულს უახლოვდება დარჩენილია მხოლოდ, გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 359 000 ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: